საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასალების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ რეცენზირებად ჟურნალში  „ფილოლოგიური კვლევები“

მიმდინარეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალის  „ფილოლოგიური კვლევები“ / „Philological Researches” (impact-factor: 0.857; indexing in ISI database, ERIHPLUS, Online ISSN: 2667-9612) მერვე ნომრისთვის მასალების მიღება.

 

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია  თანამედროვე კვლევების შესახებ ფილოლოგაში და ამ დარგის შემდეგ  მნიშვნელოვან ქვედარგებში: ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა; ლიტერატურის თეორიის პრობლემები; ლექსმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ფოლკლორისტიკის ისტორია; კულტურული პარადიგმები;  ჟურნალისტური ძიებანი;  ჟურნალისტიკის ისტორია; შექსპიროლოგია; რუსთველოლოგია; მსოფლიო ლიტერატურა; პალეოგრაფია; ტექსტოლოგია; კოდიკოლოგია; კრიტიკა/ესეისტიკა; რეცენზია/გამოხმაურება; საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურის ჰერმენევტიკა; დრამატურგიული ლიტერატურა; ეპისტოლური ლიტერატურა; პოეტიკური კვლევები; მითოსური კვლევები; კრიტიკული დისკურსი; კომპარატივისტიკა; ლინგვისტიკა; ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი; სტილისტიკა; დიალექტოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; კომპიუტერული ლინგვისტიკა; სოციოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; კოგნიტური ლინგვისტიკა; თეორიული ენათმეცნიერება; ლექსიკოლოგია/ონომასტიკა; ტერმინოლოგიის ზოგადი საკითხები; ლექსიკოგრაფია; თარგმანთმცოდნეობა; პალეოგრაფია; ეტიმოლოგია; ორთოგრაფია; სემანტიკა-სემასიოლოგია.

 

         ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ,  დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.

 

  ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.

 

   ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება  ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.

            

ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში).

 

გამოქვეყნება უფასოა.

 სამეცნიერო  შრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილი.

 

  ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე:  http://sciencejournals.ge/index.php/NJ/information/authors.

           ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე:  philologicalresearches@gmail.com,  philologicalresearches@gu.edu.ge .

     სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით. ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).

           ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის  მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს  წარმატებებს. 

P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გაკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.

 

 

თარიღი: 24/01/2024